24 სკოლის ბუფეტი ანტისანიტარიის გამო დაიკეტა – სეს–ის განცხადება

ანტისანიტარია კიდევ ერთი სკოლის ბუფეტში – სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს ცნობით, კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა დაფიქსირდა.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ (ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 15 01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს – გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც – მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!