„24 საათს გაძლევ“ — ხაზარაძე ივანიშვილს მიმართავს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ 24 საათში დაგმოს თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობა ძალოვნებისა და მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი დაჯგუფებების მიერ, უზრუნველყოს მათი დასჯა ან პირადად აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე.
„მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს! გუშინ რუბიკონი იქნა გადალახული, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ მოხდა, რაც ქუჩაში ვნახეთ — ტერორისტული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ — შენზეა.
საუბარია იმ ზონდერებზე, რომლებიც შენი წაქეზებით, შენი ყოფილი დაცვის უფროსის, შენი ყოფილი თანამშრომლების ხელშეწყობით, დღისით მზისით ატერორებენ ჩვენს შვილებს.
თუ 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს, არ დაიჭერ იმ კრიმინალებს და არ აჩვენებ ქვეყანას, რომ საქართველოში არსებობს კანონი და პოლიცია, სამართალდამცველი ორგანოები, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად, როგორც რუსს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში იმისთვის, რომ შეათრიოს ქვეყანა რუსეთში“, — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძე ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენების საწყისი ს მიტაცებაა, მერე პარლამენტის არალეგალურად მოწვევა, მთავრობის არალეგალურად დანიშვნა, პარტნიორებთან, ევროკავშირთან და -სთან ურთიერთობების შეწყვეტა.
ოპოზიციის ლიდერი მიმართავს პოლიციის იმ ნაწილსაც, რომელიც პატიოსნად ემსახურება თავის საქმეს, გულის სიღრმეში ან ახლობლების გარემოცვაში წუხს იმაზე, რაც ქუჩებში ხდება:
„პოლიციაში არსებობენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან სამშობლოს, დადებული აქვთ ფიცი, აქვთ ღირსება მუნდირის წინაშე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ასეთი ადამიანი გულში აპროტესტებს, რაც მოხდა. ეს ერთი ნაწილია.
არის მეორე ნაწილი, რომელიც, გომელაურის ხელმძღვანელობით, პირდაპირ ჩართულია ამ კრიმინალის აღზევებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და გულანთებული ახალგაზრდების დაშანტაჟებაში, გალახვაში, დასახიჩრებაში.ეს მეორე ნაწილი მკაცრად აგებს პასუხს.
იმ ნაწილს კი, მხოლოდ გულში და პატარა სამეგობროში რომ გამოთქვამენ შეწუხებას, მოვუწოდებ: ეს სიჩუმე თუ დიდხანს გაგრძელდა, ისეთივე დამნაშავეები იქნებით, როგორც ისინი, ვინც ემსახურება კრიმინალის აღზევებას. მოგიწოდებთ, პატივისცემით იმ საქმისადმი, რაც პატიოსნად გიკეთებიათ, ხმა ამოიღეთ, სხვა შემთხვევაში იქნებით ამ დანაშაულის მონაწილეები“, — ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ