24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება – გარემოს ეროვნული სააგენტო

24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება – გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს.

24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთ სადგურზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე.

ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”