24 თებერვალს აშშ გაეროში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რეზოლუციას წარადგენს

აშშ, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავთან დაკავშირებით, გაეროში რეზოლუციას წარადგენს.
Reuters-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სა და მისი ევროპელი მოკავშირეების მცდელობას, მიიღონ თავიანთი რეზოლუციის ტექსტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ -ს მოკლე, 3-პარაგრაფიან რეზოლუციაში, გამოთქმულია მწუხარება “რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის” მიმდინარეობისას დაღუპულების გამო და ხაზია გასმული იმაზე, რომ “გაეროს თავდაპირველი მიზანი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტაა”.
გარდა ამისა, რეზოლუციაში მოთხოვნილია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულება.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა “კონფლიქტის დაუყოვნებლის დასრულების მოთხოვნის” ნაწილისთვის შესწორება წარადგინა და მას დაუმატა: “მათ შორის, მისი ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრის გზით”.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ს ფედერაციის ელჩმა გაეროში ვასილ ნებენზიამ აშშ-ს პროექტს “კარგი ნაბიჯი” უწოდა. რუსმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ თუ რუსეთის შესწორებას გენერალური ასამბლეა მიიღებს, მაშინ მოსკოვი მხარს დაუჭერს აშშ-ს რეზოლუციას.
გენერალური ასამბლეა ორშაბათს შეიკრიბება, რათა კენჭი უყაროს უკრაინისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც დეესკალაციისკენ, საომარი მოქმედებების ადრეული დასრულებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია