24 აგვისტო “ნაცმოძრაობის” სისხლიანი რეჟიმის ორ მსხვერპლს გვახსენებს… დღეს, ბუტა რობაქიძის დაბადების და ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეა

24 აგვისტო “ნაცმოძრაობის” სისხლიანი რეჟიმის ორ მსხვერპლს გვახსენებს… დღეს, ბუტა რობაქიძის დაბადების და ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეა… – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, 24 აგვისტო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, დაისაჯოს და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე საბოლოოდ გაიწმინდოს ამ ტოქსიკური ძალისგან.
„24 აგვისტო ნაც-მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის ორ მსხვერპლს გვახსენებს… დღეს, ბუტა რობაქიძის დაბადების და ირინა ენუქიძის გარდაცვალების დღეა…
19 წლის უდანაშაულო ბიჭი მოკლეს, არ იკმარეს და ბანდიტობა დააბრალეს, მთელი სისტემა ჩაერთო დანაშაულის დაფარვაში!
ბუტას დედა, ია მეტრეველი და სიკვდილის ბრიგადების მიერ სასტიკად მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ!
შვილმოკლული დედები შეუპოვრად იბრძოდნენ სხვისი შვილების სიცოცხლისთვის, სამართლიანობისთვის… ირინა ენუქიძე ამ ბრძოლას შეეწირა… მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი მანქანა დაუპირისპირდა, ვერ გატეხეს, ვერ გააჩერეს და მისი სიცოცხლეც შეიწირეს… 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა და 28 აგვისტოს მარიამობა დღეს მიწას მიაბარეს…
მისი სიტყვებია – “ჩემი შვილის სიცოცხლე დასრულდა, მე ახლა თქვენი შვილებისთვის ვიბრძვი…“
ირინა ენუქიძემ გვაჩვენა ქართველი ქალის, ქართველი დედის ღირსების, შეუპოვრობის, ბრძოლისუნარიანობის წარმოუდგენელი მაგალითი! ქედს ვიხრი მისი სულის წინაშე და მადლობას ვუხდი მას!
მადლობა, ია მეტრეველს, გამწარებულ დედას, ძალიან ღირსეულ და მტკიცე ქალბატონს, რომელიც დღემდე არ წყვეტს ბრძოლას იმისათვის, რომ აღარასოდეს დაუშვას მკვლელი რეჟიმის დაბრუნება!
24 აგვისტო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კოლექტიური ნაც-მოძრაობა უნდა გასამართლდეს, დაისაჯოს და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე საბოლოოდ გაიწმინდოს ამ ტოქსიკური ძალისგან!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა არც შეხვედრის გაუქმება, არც რაღაც უარყოფითის თქმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რითაც არ დაგვიტოვა შანსი, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა

ისეთივე უცხოელი აგენტები არიან ევროპულ ბიუროკრატიაში, როგორიც არის ბაია პატარაია საქართველოში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა მაკა ბოჭორიშვილი, რაც გინდა ელაპარაკე, გავიდა საღამოს აქციაზე 51-ე აკაცუკად