23 თებერვალს, იტალიის დედაქალ რომში მდებარე მდიდრულ სასტუმროში ბათუმელმა მოდელმა, ნინიკო ნაცარიშვილმა წვეულება მოაწყო. The St. Regis Rome 1894 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს.
სასტუმრო გამოირჩევა ელეგანტური დიზაინითა და ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით. ის ასევე შედის “50 Best Discovery”-ს სიაში, რაც ხაზს უსვამს მის გამორჩეულობასა და მაღალი დონის მომსახურებას.
ნინიკო ნაცარიშვილი საქართველოდან რომში ძმასთან და მეგობრებთან ერთად ჩავიდა. ადგილზე კი დახვდა მეუღლე კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად ლავასოღლი. მდიდრული ვახშამი სასტუმროს რესტორანშია გაშლილი, ფოტოებზე, ნინიკო, მინდია გორაძე, ნინიკოს ძმა და მეგობრები ჩანან.
ნაცარიშვილს მარცხენა ხელის არათითზე Ruby Queen-ს ბეჭედი უკეთია, ALO Diamonds-ის კოლექციიდან. 18 კარატიანი თეთრი ოქროს ფასი, რომელიც ბრილიანტებით არის გაწყობილი 236 340 დოლარი ღირს.
ლავასოღლის კი მაჯაზე 2020 Rolex Daytona – ეს მოდელი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ საათს Rolex-ის კოლექციიდან და მისი ღირებულება 46 200 დოლარია.
რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმელი მოდელი ნინიკო ნაცარაშვილს, შვილს ელოდებოდა. საზოგადოებაში ბევრს საუბრობდნენ, რომ მისი რჩეული ცნობილი ბათუმელი “კანონიერი ქურდი” მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” გახლდათ. თუმცა უამრავი კითხვის მიუხედავად ნინიკოს “ლავასოღლის” ცოლობა ბავშვის შეძენის შემდეგაც არ დაუდასტურებია. პირველად ლავასოღლისთან ერთად ნაცარიშვილი ორი თვის წინ გამოჩნდა. გოგონამ მინდია გორაძესთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ცნობა იმის შესახებ, რომ ქალის იდუმალი მეუღლე სწორედ “ლავასოღლია”, დადასტურდა. “ლავასოღლი” ამჟამად ქართულ სამართალდამცავ სისტემას ემალება.
შეგახსენებთ, მინდია გორაძის კრიმინალური ბიოგრაფია მოიცავდა სხვადასხვა დანაშაულებს, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულს – ქურდობას, რეკეტსა და ფინანსურ მაქინაციებს. “ლავასოღლი” გავლენიანი ფიგურაა ქართულ კრიმინალურ სამყაროში და მისი ავტორიტეტი ვრცელდებოდა ქვეყნის გარეთაც.
2023 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონიერი ქურდი მოლდოვაში დააკავეს. თუმცა მალევე მისმა ოჯახის წევრმა ეს ინფორმაცია უარყო.
მინდია გორაძეს საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.
2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო “კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ “კანონიერი ქურდობისა“ და “ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
“ლავასოღლი” 2021 წელს უკრაინაშიც დააკავეს და ოდესის აეროპორტში ექსტრადირებას ელოდებოდა, თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები უცნობია, ფაქტია, რომ კანონიერმა ქურდმა ციხეს მაშინაც დააღწია თავი.