23 სექტემბერს, 300 არაგველის ძეგლიდან მსვლელობა გაიმართება – პროტესტის 300 დღე

თბილისში მიმდინარე უწყვეტი აქციების დაწყებიდან 300 დღის გასვლის აღსანიშნად, 23 სექტემბერს, 300 არაგველის ძეგლიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება – ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან სხვადასხვა სპეროს წარმომადგენლებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს:
„300 დღეა, რაც [მმართველი პარტია] საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს არღვევს, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის და ქვეყანას ცივილურ სამყაროსგან სრულ იზოლაციაში აგდებს. 300 დღეა, რაც ებრძვის ქვეყნის დასავლურ პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორს, ბიზნესს და პარტიებს, შლის სისტემებს და იტაცებს საჯარო ინსტიტუტებს.
300 დღეა, რაც ავტორიტარიზმს ამყარებს და ქვეყანას ს გუბერნიად აქცევს, ქვეყნის ეკონომიკას რუსულ და ჩინურ ბაზარზე კიდებს და მოსახლეობას აღარიბებს. ამიტომ ამ და უამრავი სხვა მიზეზის გამო, 300 დღეა ვდგავართ ქუჩაში და ვიდგებით სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარების გზას, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ განთავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი სამართლიანი საპარლამენტო

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა