23 ოქტომბრის ევროპულ საბჭოზე უკრაინის მხარდაჭერასა და სთვის სასანქციო პაკეტზე იმსჯელებენ

23 ოქტომბერს ბრიუსელში შეიკრიბება ევროპული საბჭო, რომლის დღის წესრიგშიც უპირველესი საკითხი უკრაინისთვის დახმარების გაწევა და ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერებაა. განსახილველ საკითხებს შორისაა: ახლო აღმოსავლეთი, მიგრაცია, ეკონომიკური ვითარება ევროკავშირში.
ზე მსჯელობის დაწყებამდე ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი .
დიდ და მზარდ ეკონომიკურ ფასს იხდის საკუთარი აგრესიისთვის და ჩვენ შევაფასებთ ჩვენს ძალისხმევას მასზე ზეწოლის გასაძლიერებლად. უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა რჩება ორ აუცილებელ ფაქტორად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ევროკავშირის ლიდერებისთვის განკუთვნილ მოსაწვევ წერილში.
საბჭოს დღის წესრიგშია რუსეთისთვის დასაწესებელი ეკონომიკური სანქციების მე-19 პაკეტი, რომელზე სრული კონსენსუსის მიღწევაც ვერ მოხერხდა ორიოდე დღის წინ გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. 20 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ყველასთვის ნათელია, მე-19 პაკეტი არ იქნება ბოლო და მისი მიღების შემდეგ, ევროკავშირი ახალ პაკეტზე მუშაობას შეუდგება.
ევროკომისიის მიერ გასულ თვეში წარმოდგენილი სასანქციო წინადადება მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის გათხევადებულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმას 2027 წლის იანვრამდე. ახალი პაკეტის სამიზნეში მოხვდება ინდოეთი და ჩინეთი, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან რუსეთს და აგრეთვე ვრცელდება რუსეთის ტანკერების ე.წ. “ჩრდილოვან ფლოტზე”, რომლებითაც დასავლეთის მიერ ნავთობზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვრის თავიდან აცილებას ახერხებს.
21 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიის, ესპანეთის, შვედეთის ლიდერებმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება “უკრაინაში მშვიდობის შესახებ”:
“მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რომ მოლაპარაკებების ათვლის წერტილი უნდა იყოს არსებული კონტაქტის ხაზი. კვლავაც ერთგულები ვართ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს”.
ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამენ რუსეთის აგრესიულ მოქმედებას და ასკვნიან, რომ “უკრაინა უნდა იყოს მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში – ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მისი მოქმედებისას და შემდეგ. უნდა გავაძლიეროთ რუსეთის ეკონომიკასა და მის თავდაცვის ინდუსტრიაზე ზეწოლა, სანამ პუტინი მზად არ იქნება მშვიდობისთვის”.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის საკითხს 23 ოქტომბრის საბჭოს დღის წესრიგში, ანტონიუ კოშტას სიტყვებით, „ღაზაში მშვიდობა თითქოს მისაწვდომი ჩანს, ორწლიანი ომისა და ადამიანთა ტანჯვის შემდეგ. ბოლო მოვლენების ფონზე, ვიმსჯელებთ თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს ორი სახელმწიფოს პრინციპზე მტკიცედ დაფუძნებული, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის, აგრეთვე ღაზის აღდგენის მხარდაჭერა“.
„ჩვენს საერთო მიზნად რჩება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის. სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერაა, აგრეთვე უსაფრთხოების გარანტიები არსებითია ამის მისაღწევად”.
სამიტზე ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ აგრეთვე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე მომავალ წლებში, მათ შორის რუსეთის გაყინული ფინანსების შესაძლებლობასაც.
დღემდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ს 177.5 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს, საიდანაც 63.2 მილიარდი ევრო სამხედრო მხარდაჭერაზე დაიხარჯა.
ფორუმი