ხვალ, 21 დეკემბერს, თბილისში 23 პროევროპული აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი.
სია განახლებადია.
აქციების განრიგი:
· 10:00 – მანქანების კოლონა ქუთაისიდან – ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან თბილისისკენ
· 12:00 უძრავი და მოძრავი ქონების ექპსერტ-შემფასებლების მარში.
· 13:00 გაფიცვა
· 14:00 სოც.მუშაკების შეკრება
· 14:00 – კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში – კამპუსიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე
· 15:00 – ქუთაისელების მარში – გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტისკენ
· 15:00 – პოტერჰედების მარში – სულაკაურის გამომცემლობა (დ. აღმაშენებლის გამზირი 150)
· 15:00 – მასწავლებელთა მარში – ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან
· 16:00 – სვანები თავისუფლებისთვის – ფილარმონიიდან პარლამენტისკენ
· 16:00 – იოგების მარში – თბილისის დინამოს სტადიონი
· 17:00 – მოდის სფეროს პროტესტი – ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ
· 17:00 – აჭარლების მარში – ევროპის მოედანი
· 17:00 – გაფიცული სტუდენტებისა და ლექტორების მარში – ფილარმონია
· 18:00 – ტატუ არტისტების და ტატუმოყვარულთა მარში – ფილარმონია
· 18:00 – იმერლების მარში – მარჯანიშვილის მოედანი
· 18:00 – არაგველების მარში – ბუკიას ბაღიდან პარლამენტისკენ
· 18:00 – რაჭველების მარში – ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ
· 18:00 – ქართლელების მარში – მზიურის პარკიდან პარლამენტისკენ
· 19:00 – მეგრელების მარში – თსუ-ს პირველი კორპუსი
· 19:00 – მესხების მარში – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ
· 19:00 – ISET-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მარში მიხეილ ზანდუკელის 16
· 19:00 – გაიმართება გეიმერების მარშიც.
· 20:00 მოცეკვავეების მარში.
