23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით რკინიგზის გზაგამტარზე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება

23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით რკინიგზის გზაგამტარზე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავისა და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.
ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე – მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი სთხოვს მოსახლეობას, იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ