223 554 პირს აქვს ლამინირებული პირადობა. დიდია რისკი, რომ არჩევნებზე მათი გასაყალბებლად გამოყენება მოხდეს | ბოკუჩავა

თუ კანონპროექტის [ ევროპელი სოციალისტების] განხილვა გაგრძელდება, ჩვენ მივხვდებით, რომ დღევანდელი დაპირება არის ყალბი – აცხადებს ენმ-ის წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე ძველ, ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით იყო საუბარი. ოპოზიცია ამბობს, რომ ასეთი პირადობები “ოცნებას” ს გაყალბების საშუალებას აძლევს.
“223 554 პირს აქვს მხოლოდ ლამინირებული, ანუ არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ჩვენ ვთვლით, რომ დიდია რისკი იმისა, რომ ასეთი პირადობის მოწმობების არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება მოხდეს. პოზიტიური ვალდებულებაა ხელისუფლებაზე, რომ კამპანიის ფარგლებში ამ ადამიანებს ელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ აღება შესთავაზოს და ძველი პირადობის მოწმობების ახლით ჩანაცვლება მოხდეს. ” თქვა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე შეჯერდნენ, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობები იურიდიულ ძალას დაკარგავს, თუმცა მისივე თქმით გაგრძელდება “ევროპელი სოციალისტების” კანონპროექტის განხილვაც, რომელიც ძველი პირადობების მქონე ამომრჩევლებსაც მისცემს ხმის მიცემის საშუალებას. თუმცა, ამტკიცებს, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი მინიმუმამდეა.