22 წლის კატერინა დემეტრაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წევრი გახდა

წარმოშობით ქართველი კატერინა დემეტრაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წევრი გახდა.
კატერინა დემეტრაშვილი 22 წლისაა და ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. კატერინა დემეტრაშვილი ტეხასში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა და ში ცხოვრობს.
ის ჩეხეთის პარლამენტში „პირატების“ პარტიიდან მოხვდა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია.
არჩევნებამდე ერთ-ერთი ჩეხური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კატერინა დემეტრაშვილმა თავის წარმომავლობასა და მშობლებზე ისაუბრა. მისი თქმით, მამამისი ამჟამად ში ქართული ლეგიონის რიგებშია და ს წინააღმდეგ იბრძვის.
„როგორც ოჯახს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როდესაც რუსეთი ცდილობს იმ ტერიტორიის უზურპაციას, რომელიც მათ არ ეკუთვნის. 1993 და 2008 წლებში რუსეთმა სცადა საქართველოს რაც შეიძლება დიდი ნაწილის ოკუპაცია, საიდანაც მე ვარ, როგორც ჩემი გვარი მიანიშნებს. საბოლოოდ, მათ დარჩათ ოსეთი და , რაც ქვეყნის ფართობის 20%-ს შეადგენს.
ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩემი ბაბუა, ასევე მამაჩემი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ამიტომ, 2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ მას სურდა მისი სუვერენიტეტის დაცვა ქართული ლეგიონის რიგებში. ის სნაიპერია…
ჩემს დედას არ აქვს ჩეხეთის მოქალაქეობა, ამიტომ არ შეუძლია და არ ადევნებს თვალყურს ჩეხეთის პოლიტიკას. ის მიგზავნის გამოკითხვებს, როდესაც „პირატები“ ძლიერდებიან. ის ამას ვერ ხვდება, მაგრამ მხარს მიჭერს. მამაჩემმა კი არ იცის, რომ კენჭს ვიყრი. მე არ ვუთხარი მას“, – განაცხადა კატერინა დემეტრაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი – The New York Times-ში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დაკვეთილი სტატია დაიბეჭდა, სადაც გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები, დაზარალებულის პოზიციები კი გადმოცემულია აბსტრაქტულად – სტატიას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან

ევროპარლამენტარი მატიაჟ ნემეცი – ევროკავშირს შეეძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში და შეზღუდვების მიმართვა მთავრობის ოფიციალური პირებისკენ