დღეს, 22-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი მატჩი რუსთავში გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა სოხუმის “კოლხას” უმასპინძლა და 97:68 (სტატისტიკა) დაამარცხა. ეს გახლდათ B ჯგუფის მატჩი, სადაც რუსთავი ერთ-ერთი ფავორიტია, ხოლო კოლხა – ჯერჯერობით აუტსაიდერი. ~დღევანდლამდე რუსთაველებს თითო მოგებ-ეაგება ჰქონდათ, კოლხამ კი ბათუმის “ბასკოსთან” თბილისში დათმო შეხვედრა.
რუსთაველებმა დღევანდელი მატჩი იოლად, ფაქტობრივად წინაღობის გარეშე მოიგეს. გოგა ცეკვავას გაწვრთნილი მასპინძელთა გუნდი თავიდანვე დაწინაურდა. პირველი პერიოდი რუსთავმა 33:16 მოიგო, ხოლო დიდ შესვენებამდე უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 50:25. ამ ანგარიშზე ყველაფერი გ
არკვეული იყო. მასპინძლები რომ იმარჯვებდნენ, ეჭვს არ იწვევდა. საკითხავი იყო, რა ანგარიშით გაიმარჯვებდნენ ქვემოქართლელები და საბოლოოდ სხვაობამ 29 ქულა შეადგინა.
საინტერესოა, რომ მასპინძელთა გუნდში 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა და მწვრთნელმა სათამაშო ყყველაზე დრო მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. რუსთაველთაგან ყველაზე მეტი – 22 წუთი დავით ლორიამ ითამაშა, ხოლო ყველაზე ცოტა – ლუკა ტაბაღუამ – 8 წუთი. საუკეთესო ბომბარდირი ლორია გახდა 16 ქულით, 13 ქულა ნიკოლოზ გოგობერიშვილმა დააგროვა, ხოლო 10-10 ვახტანგ ქურასბედიანმა და დავით მეტრეველმა. კოლხაში 24 ქულით საუკეთესო მთავარი მექულე გიორგი გაბუნია გახდა, სანდრო იმერლიშვილმა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი მიითვალა – 11 ქულა, 14 მოხსნა.
შეგახსენებთ, რომ 22-წლამდელთა ჩემპიონატში 15 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული. A ჯგუფს 3 მოგებითა და დაუმარცხებლად ოვერტაიმი ლიდერობს, ხოლო B-ში ანალოგიური შედეგით მოწინავეა სპორტუნი. შემდეგი მატჩი 3 დეკემბერს ისევ რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ბასკო 2” ჩავა.
GBF