22 ოქტომბერს ოზურგეთში „ალეგრობა 2025″ გაიმართება

22 ოქტომბერს ოზურგეთში „ალეგრობა 2025″ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„15:00 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში გაიმართება:
· ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
· გურული კერძების მასტერკლასი და დაგემოვნება;
· ღვინის კუთხე და დეგუსტაცია;
· საბავშვო გასართობი სივრცე (ანიმატორები, დრამერები, ზღაპრის გმირები, დიდ ეკრანზე მულტფილმების ჩვენება);
· ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის ყვავილებით შემკობა;
· ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი;
· 18:00 საათი – ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
· 20:00 საათი – კონცერტი ჯგუფ „ურსას” და DJ გიგა პაპასკირის მონაწილეობით.
გელით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ტრადიციული სახალხო დღესასწაული!”,- წერია ინფორმაციაში.
ალეგრობა გურიაში ჯერ კიდევ მე -18 საუკუნიდან, გურიის უკანასკნელი მთავრის , მამია V გურიელის დროიდან აღინიშნებოდა. „ალეგრობა” , როგორც სახალხო სანახაობა, გურიაში ძველთაგანვე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იმ დღეს თითოეული ოჯახი სურსათ-სანოვაგით შეეწეოდა ხოლმე ორგანიზატორებს , ლატარიიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ – საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრობა” სოფლებშიც იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის, კვირიკეთის „ალეგრობა”.

ასევე დაგაინტერესებთ