რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
წარმატებული და მოვლენებით დატვირთული დღეა. გამოიყენეთ ეს დრო რთული საკითხის მოსაგვარებლად და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობის აღსადგენად. მიზნის მიღწევაში მკაფიო სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ. ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ, ამიტომ ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და დისკუსიებისთვის. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ.
კურო
ამ დღეს მოერიდეთ საფულეს გახსნას, თორემ შეიძლება ბევრი და უაზროდ დახარჯოთ – შეძენილი ნივთები იმედებს სწრაფად გაგიცრუებთ. მოერიდეთ ფულის გასესხებას და საკუთარ იდეებს ნურავის გაუზიარებთ. რაღაც მოვლენას იმაზე მეტ მნიშვნელობას მიანიჭებთ, ვიდრე იმსახურებს – ეცადეთ, დამშვიდდეთ და მომხდარი „ცივ გონებაზე“ შეაფასოთ.
ტყუპები
სასიამოვნო სიახლე და სურვილის ასრულება დილიდან განწყობას აგიმაღლებთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა რჩევებს და გაითვალისწინეთ ის, რასაც კოლეგები გეუბნებიან. მოერიდეთ ახლობელი ადამიანებით მანიპულირებას, რათა თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა არ დააზიანოთ. გაფრთხილდით, რომ გართობის სურვილმა არასწორი საქციელისკენ არ გიბიძგოთ და ეცადეთ, საკუთარი საქციელი აკონტროლოთ.
კირჩხიბი
ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ აქტივობა ოდნავ შეამციროთ, სხვა ადამიანების პირადი საზღვრები არ დაარღვიოთ და მათი სიკეთე ბოროტად არ გამოიყენოთ. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ – საკუთარი ქმედებები კარგად გაიაზრეთ, რისკები და შედეგები შეაფასეთ. მეგობრები სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. ეცადეთ სხვა ადამიანების საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროთ და რაც უფრო შორს, მით უკეთესია.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ძველი პროექტების და სამომავლოდ გადადებული საქმეების დასასრულებლად. თუ გსურთ, რომ დღემ მშვიდად ჩაიაროს, საკუთარი მიღწევების შესახებ ნაკლები უნდა ისაუბროთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. პირადი ურთიერთობის გასაძლიერებლად გირჩევთ, საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყოთ.
ქალწული
წარსულიდან რაღაც მოვლენა ან ვიღაც ადამიანი თავს შეგახსენებთ. გირჩევთ, ყველა ის საკითხი მოაგვაროთ, რომელიც გამუდმებით დროს გართმევთ და განვითარებაში ხელს გიშლით. ეცადეთ, სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და მათი ზეწოლის გამო გეგმები არ შეცვალოთ. წამიერი ემოციების გამო შეცდომა რომ არ დაუშვათ, მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს უნდა დაუჯეროთ.
სასწორი
ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ რთული და უსიამოვნო საქმეების კეთება მშვენივრად გამოგდით. ეცადეთ, გვერდით პოზიტიური, ენთუზიაზმით სავსე ადამიანები გყავდეთ, რომლებიც რაღაც უჩვეულოს შექმნისთვის შთაგაგონებენ. თუ შემთხვევით სხვისი საიდუმლო გაიგეთ, ეცადეთ, მაშინვე დაივიწყოთ, რადგან პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
მორიელი
ამ დღეს არასტაბილური ემოციური ფონი ახლავს. შესაძლებელია განწყობის უეცარი ცვლილება. მთავარია, თავშეკავება გამოიჩინოთ და არავის ეკამათოთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებულ ნივთების შეძენისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, გირჩევთ, მთელი დღე მასთან ერთად გაატაროთ და თუ მარტო ხართ, იაქტიურეთ, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს აზვიადებთ, ბუზისგან სპილოს ქმნით და ყოველ წვრილმანზე ნერვიულობთ. გირჩევთ, ნერვები მოთოკოთ და ემოციები აკონტროლოთ. მოერიდეთ ისეთი ნივთების შეძენას, რომლებსაც ვერაფერში გამოიყენებთ. პირად ურთიერთობებში ხანმოკლე პაუზა ორივესთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ პაუზა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.
თხის რქა
ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება პრობლემები და შეცდომები გამოიწვიოს. ეცადეთ, კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ მახვილი ინტუიცია და გამჭრიახი გონება ნებისმიერ კარს გააღებს. სასურველია, ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ და განმარტოვდეთ – ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული
კარგი დღეა ახალი, საინტერესო პროექტების დასაწყებად. თუ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ, შეგიძლიათ მათი იმედი გქონდეთ. თუ ფულის მომჭირნედ ხარჯვას არ ისწავლით, ფინანსურ პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ. პარტნიორებთან ურთიერთობებში იმედგაცრუებას უნდა ელოდოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია, სისუსტე და თავის ტკივილი.
თევზები
ამ დღეს უჩვეულოდ მგრძნობიარე ხართ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ სასურველია, ურთიერთობები შეზღუდოთ და განმარტოვდეთ. ახალი პროექტების დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ. მოსალოდნელია პრობლემები ოჯახში ან უახლოეს ნათესავებთან. გაითვალისწინეთ, რომ ყველა კონფლიქტი გამოწვეულია თქვენი ჰიპერმგრძნობელობით.