22 დამოუკიდებელი ონლაინ მედია, რომელიც დღეს გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს

დღეს, 22 დამოუკიდებელი ონალინ მედია გათიშული იყო. ვებ-გვერდზე შესვლისას მომხმარებელს შავი ფონი ხვდებოდა. ვებ-გვერდების ჩართვის შემდეგ, მედიებმა გაავრცელეს საერთო გზავნილი: “სინათლე არ უნდა ჩაქრეს”.
“დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს.
თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”, – წერია ვებ-გვერდზე, რომელსაც ონლაინ მედიები ავრცელებენ.