22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!

2025 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩებს „ბორჯღალოსნები“ თბილისში საკუთარიგულშემატკივრის წინაშე გამართავენ. სამიდან ერთ-ერთი მეტოქე, რომელსაც 22ნოემბერს უმასპინძლებენ, ტიერ1-ის იაპონია იქნება, რომელსაც წინა წელს„ბორჯღალოსნებმა“ სტუმრად მოუგეს.„საქართველო მსოფლიო რაგბში ყველაზე განვითარებადი ქვეყანაა. ისტორიულად ძლიერი ქართველი მორკინალები, ახლა დიდ დახმარებას იღებენ ინდივიდუალიზმით გამორჩეული ხაზის მოთამაშეებისგან.
საქართველოსთან თამაში ევროპული ტურის შესანიშნავი დასასრული იქნება და ის მოთამაშეებს არასდროს დაავიწყდებათ“ – განაცხადა იაპონიის ნაკრების ავსტრალიელმა დამრიგებელმა ედი ჯონსმა.
საქართველოს იაპონიასთან აქამდე 7-ჯერ უთამაშია და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე წინა წელს სტუმრად დამარცხდა, მათთან ჯერაც უარყოფითი ბალანსი აქვთ. განვლილი თამაშებიდან 3 თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სამჯერ იაპონელებმა უმასპინძლეს ქართველებს, ერთი შეხვედრა კი ნეიტრალურ მოედანზე შედგა. მათგან ორი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 5-შიკი მეტოქემ იმარჯვა. იაპონიასთან თამაში პირველად 2006 წელს ოსაკაში გაიმართა და მასპინძლებმა 32:7 მოიგეს. 2012 წელს აზიელებმა „მიხეილ მესხზე“ ითამაშეს და ბოლო წუთზე აღებული 3 ქულით 25:22 გაიმარჯვეს, 2014 წელს იაპონელებს კვლავ „მესხზე“დაუხვდნენ და ამჯერად 35:24 საქართველომ მოიგო.მომდევნო წელს იაპონელებს ინგლისში, გლოსთერში მსოფლიო თასის წინ შეხვდნენ (10:13), 2016-ში კი მესამედ უმასპინძლეს თბილისში (22:28). 2018 წელს მასპინძლებმა იაპონიაში მშრალი ანგარიშით, 28:0 მოიგეს, ხოლო 2024წელს ზაფხულში იაპონელები სენდაიში 25:23 დამარცხდნენ.
22 ნოემბრის მატჩის ბილეთები უკვე გაყიდვაშია, 6 ოქტომბრის ჩათვლით ყველა ბილეთზე 50% იანი ფასდაკლებით (VIP ბილეთზე კი 25% იანი ფასდაკლებით) შეძლებთ სარგებლობას.
R
გვაქვს თუ არა რეგრესი? – “ბორჯღალოსნების” მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე – საქართველომ შოტლანდია დაამარცხა