21-22 მარტს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

ივანიშვილის მთავრობის განცხადებით, -ის დაკრძალვასთან დაკავშირებით, შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან ერთად, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის -ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება “საქართველოს რკინიგზა”.
დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით”. – ნათქვამია განცხადებაში.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა განაცხადა, რომ სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი პატრიარქმა ახლობლებს დაუტოვა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიას უხელმძღვანელებს.