21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

2024 წლის ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას სინდისის პატიმარი არ დაესწრო. მანამდე, მან პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა – რა თქვა მათე დევიძემ სასამართლო პროცესზე – სიტყვა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, ასევე ეზოში მათე დევიძის ახლობლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე მისულია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ც.
***
მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა.
ირწმუნება, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ” სამართალდამცველებს. კ
ერძოდ, შსს-ს მტკიცებით, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა 3 პოლიციელს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.