თიკა ფაცაცია არის ქართველი მოდელი, მომღერალი, წამყვანი, „მის თბილისის“, „მის საქართველოს“, „მის ოქროს გლობუსის“ მე-3 ადგილის ტიტულის მფლობელი.
1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს “ევროვიზია 2008″–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკა კვლავ “ევროვიზია 2009″–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ “ევროვიზიაზე” წარსადგენად “სტეფანე და სამი გოგო” აირჩიეს.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანია. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრავალი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა მოდელობდა. იმ პერიოდში დავით ანთელიძე ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.
დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი, თუმცა „ინსტაგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზე ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ამჯერად თიკა სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს: