21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებული, 2006 წელს დაბადებული პირი (ლ.გ).
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა გიორგი ახალაია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა 18 წლის ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა