21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და “მილანის” ლეგენდების მატჩი გაიმართება

21 სექტემბერს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების და მილანის ლეგენდების შემადგენლობის სრული სია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის მარტში ბათუმში ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს “ლეგენდების ნაკრები” მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდს, მილანის “ინტერის” ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდნენ, მატჩი საქართველოს ნაკრების მარცხით 0:2 დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში