21 სექტემბერს, თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, 21 სექტემბერს, ლეგენდების მატჩი გაიმართება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდებს შეხვდებიან.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და Fondazione Milan-მა დღეს, იტალიის ქალაქ მილანში მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას თბილისის მერი, ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი დაესწრო.
შეხვედრა Casa Milan-ის მუზეუმში გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბის ისტორიაა წარმოდგენილი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იტალიური კლუბის ისტორიაში თავისი ფურცელი ქართველმა მაც ჩაწერა.
„ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა, როდესაც ხედავ შენს განვლილ წლებს კონკრეტული მოგებული თასით. „მილანის“ მუზეუმში წარმოდგენილია ყველა თასი, რომელიც ამ გუნდს აქვს მიღებული. მათ შორის, ის ორი თასი, რომელიც მე ამ კლუბთან ერთად მოვიგე – ერთი მანჩესტერში მოგებული და მეორე – ათენში. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და მქონდა შესაძლებლობა, საუკეთესო 10 წელი გამეტარებინა აქ. როგორც ფეხბურთელმა, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ორჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა. მე მახსოვს, თუ რამხელა სიხარული იყო საქართველოშიც, როგორ ზეიმობდა ქართველი გულშემატკივარი ჩემს გამარჯვებას „მილანთან“ ერთად.
რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრას, მასში მონაწილეობას „მილანის“ ძველი თაობის ფეხბურთელები მიიღებენ: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ჩვენს პატარებს, მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება და გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები, ერთ დროს ვისაც გულშემატკივრობდნენ, იხილონ საქართველოში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დაგეგმილ მატჩზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით მუჯირმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამი მონაწილეობას თბილისის მერთან ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკამ ლიბერალი ფაშისტების სანქცირება დაიწყო- ამათთვის სანქცირება სიკვდილს ნიშნავს, ჩემთვის კი პატივია, საქართველოს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში დასანქცირება გადამთიელი უცხოელებისგან

ირაკლი კობახიძეს რომ ვუსმენ, ვხვდები, რომ ზუსტად აქვს ხედვა იმისა, თუ რა სახელმწიფოს აშენებს, გააჩნია შესაბამისი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია -ახლა კარტელურ მაღაზიებს და კომპანიებს რომ მიადგა, ჰოი საოცრებავ, ოპოზიციამ დაიწყო მაღალი ფასების დაცვა