21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაიცავით ზომიერება, ნუ იქნებით სულსწრაფი. ფინანსური ოპერაციებისთვის კარგი დღეა. იყავით მეტად სოციალური და კომუნიკაბელური.
კურო
დღეს, იხელმძღვანელეთ პრინციპით,- „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის კარგი დროა, მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი კომფორტულ გარემოში.
ტყუპები
დაიცავით ზომიერება ფულის ხარჯვისას. შოპინგი და საკუთარი თავის სიამოვნება კვირის ბოლოსთვის გადადეთ.
კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ თქვენს თავს, შეიტანეთ თქვენს იმიჯში მცირე ცვლილებები. კარგია დღე პირადი ურთიერთობებისთვის და შეხვედრებისთვის.
ლომი
შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი, ძალები საღამოსთვის შემოინახეთ. იქამდე კი იმოქმედეთ, ნებისმიერ საქმეში გაწეული შრომა დაგიფასდებათ.
ქალწული
დღეს, უმჯობესია, დამკვირვებლის როლი მოირგოთ, მიანდვეთ ყველაფერი თვითდინებას. გაიღიმეთ, ირგვლივ მყოფებთან უფრო კეთილგანწყობილი იყავით და გახსოვდეთ, წარმატების ერთ-ერთი საწინდარი – ოპტიმიზმია.
სასწორი
დღეს, ფორტუნა თქვენკენ არის ნებისმიერ საქმეში. შესაძლოა, დღის განმავლობაში, სასიამოვნო სიურპრიზმა გაგახაროთ. საღამოს, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.
მორიელი
თავი შეიკავეთ უსარგებლო საუბრებში ჩარევისგან. მოუსმინეთ ინტუიციას. დრო საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ.
მშვილდოსანი
გაიფერადეთ დღე, რომანტიკული ურთიერთობებისთვის მშვენიერი დროა, სხვა მხრივ, დღე ჩვეულ რიტმში ჩაივლის: მოლაპარაკებები, გადარბენები.
თხის რქა
იყავით მეტად გახსნილი, მერე რა, რომ ყოფითი საკითხებით შეიძლება, ჩვეულზე მეტად დაიტვირთოთ, მთავარია, არ მოირგოთ უნივერსალური ადამიანის როლი, დაიხმარეთ საქმეში სხვა ადამიანები, გაითვალისწინეთ მათი რჩევები.
მერწყული
დაამშვიდეთ თქვენი მეამბოხე სული, შეინარჩუნეთ კარგი განწყობა. მნიშვნელოვანი საქმეების თქვენს სასიკეთოდ გადაწყვეტა, შესაძლოა, სწორედ დღეს მოხდეს.
თევზები
დაისვენეთ, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, დაკავდით საყვარელი საქმით. ნუ გაფანტავთ დროს უსარგებლო ფიქრში და ნუ მიეცემით სევდას, გახალისდით, გაიღიმეთ და გახსოვდეთ, ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორადაც ჩვენ მას ვხედავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

“დედას ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა…” – დათუნა სულიკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე: დაკავება ნარკოდანაშაულზე, ამბავი დედაზე და გზა მოდის “ოლიმპომდე“ – Marao

“საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი” – ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს – Marao