21 ნოემბერს, საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული თამუნა გიორგაძე, მურმან შელია და ირაკლი ფიფია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და გირაო შეუფარდა

დაკავებული სამი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
საპროტესტო მსვლელობის დროს, 21 ნოემბერს დაკავებული სამი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამუნა გიორგაძეს 3 500-ლარიანი, მურმან შელიას 2 000-ლარიანი, ხოლო ირაკლი ფიფიას 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.