21 ივნისს, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კობახიძეც დაესწრება

21 ივნისს, ბერლინში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღებას დაესწრება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ც.
ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, თავდაპირველად მწერალმა მ გაავრცელა. მოსაწვევის მიხედვით, რომელიც მან სოციალურ ქსელში ატვირთა, ღონისძიების მასპინძელი გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორიაა. ბუღაძის ინფორმაციით, ღონისძიებაზე განზრახ არ მიიწვიეს გერმანიაში მოღვაწე ის ქართველები, რომლებიც მკაფიოდ ანტირუსული სამოქალაქო პოზიცია აქვთ.
“გერმანიისა და გერმანიის ელჩის მლანძღველი, ცილისმწამებელი პროპაგანდისტი კობახიძე და ივანიშვილის სხვა მარიონეტები 21 ივნისს მიღებას აწყობენ ბერლინის სასტუმრო “ადლონში” – ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში მთელ ევროპაში […]
ივანიშვილის მონები ერთი მხრივ გერმანიასა და ევროპას აძევებენ საქართველოდან და მეორე მხრივ ევროპის ჩემპიონატზე უნდათ გამოჭიმვა და ევროპული პრივილეგიებით ტკბობა საქართველოს მოქალაქეების ფულით. იმ მოქალაქეების, რომელთაც ევროპულ მომავალს ართმევენ”, – წერს ბუღაძე.
“ნეტგაზეთს” მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. თუმცა, დანარჩენი სტუმრების ვინაობის გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინსტროში გადაგვამისამართეს. რაც შეეხება სამინისტროს, “ნეტგაზეთის” ზარებსა და შეტყობინებებს უწყების პრესსამსახური ჯერჯერობით არ პასუხობს.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საელჩოს ადა საკონსულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაუქმდა, ან გადაიდო. მაშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ღონისძიებები ტექნიკური მიზეზებით გადაიდო და ივნისის ბოლომდე 30-მდე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიმართებოდა შესაბამისი მიღება.