21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზად არის დაეხმაროს თითოეულ გიდს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.
„21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა! საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითოეულ გიდს გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!
საქართველოში ტურიზმის განვითარება და მოგზაურთა ნაკადების გაზრდა პირდაპირ დაკავშირებულია იმ პროფესიონალ გიდებზე, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ სტუმრებს, აცნობენ ქართულ სტუმარმასპინძლობას, ტრადიციებს, კულტურასა და ქვეყნის უნიკალურ ბუნებას.
ქართველი გიდების პროფესიონალიზმის შედეგად ბევრ მოგზაურს საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრობის სურვილი უჩნდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ასობით გიდს და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლებს სთავაზობს გადამზადების კურსებსა და ტრენინგებს სრულიად უსასყიდლოდ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზად არის დაეხმაროს თითოეულ გიდს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს! და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, – აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?