21 დეკემბერს პრაღაში მომხდარი ინციდენტის ერთი მსხვერპლი უნივერსიტეტის შენობიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

პრაღის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, პეტრ კოლოუხმა გამოცემა Právo-ს აცნობა, რომ უნივერსიტეტში 21 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მსხვერპლი შენობიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
კოლოუხმა დააზუსტა, რომ 20 პირმა მიიღო დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო ხუთი, დაშავდა, როცა ბოროტმოქმედს გაურბოდნენ. მათ ძირითადად ფეხებსა და ხელებზე აქვთ ტრავმები მიღებული კარნიზიდან გადახტომის და ძირს დაცემის შედეგად.
კოლოუხის თანახმად, ჯერ საბოლოო სრული მონაცემები არ არის დადგენილი. მისი თქმით, ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც პრაღის საავადმყოფოებში მიიყვანეს, „ჰქონდათ არაცეცხლსასროლი იარაღით მიღებულ დაზიანება. Práva-ს კოლოუხმა უთხრა, რომ „სულ ოცი პირია მიყვანილი ცეცხლსასროლი იარაღით და ექვსი – არა ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული დაზიანებით“ და განმარტა, რომ ექვსიდან ერთ პირი დაშავდა გულის აჩქარებული ცემით გამოწვეული პრობლემის გამო.
კოლოუხმა ასევე აცნობა მედიას, რომ ერთი პირი, რომელმაც სერიოზული ტრავმები მიიღო ინციდენტის დროს, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ის იყო მომხდარის მე-14 მსხვერპლი.
ყველა გადარჩენილ პაციენტს ჩაუტარდა სერიოზული ოპერაციები და ისინი სტაბილურად არიან, თქვა კოლოუხმა და დასძინა, რომ ზოგიერთს ტყვია მოხვდა მკერდის არეში, ზოგს ფეხში და ერთ შემთხვევაში, თავში.
21 დეკემბერს პრაღის ცენტრში, იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში მოხდა თავდასხმა. პოლიციამ 22 დეკემბრის დილით განაცხადა, რომ დაღუპულია 14 ადამიანი. მათგან 13 ამოცნობილია. დაჭრილებს შორის სამი უცხოელია, მათგან ორი ს მოქალაქეა, ერთი კი – ნიდერლანდის.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი, დავიდ კ. რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, 12 ერთეულ სხვადასხვა სახეობის იარაღს ლეგალურად ფლობდა. თავდასხმის დროს ის შეიარაღებული იყო ავტომატური შაშხანით, რომელსაც ოპტიკური სამიზნე ჰქონდა.
ეს ჩეხეთის ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევაა სასწავლო დაწესებულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ