21 ადგილობრივ უნივერსიტეტში „ს“ სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება – „საქართველოს ბანკი“ – განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, ს სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
რა უნდა იცოდე, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ?
· აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს განაცხადი ყოველწლიურად შეავსონ და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;
· სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
· საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA) და სამოტივაციო წერილის მიხედვით ხდება;
· საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში 21 ადგილობრივი უნივერსიტეტია ჩართული, რომელთა ნახვა ვებგვერდზე არის შესაძლებელი.
ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი. შეავსე განაცხადი და გახდი შემდეგი შენ.
გამოგზავნე განაცხადი შენც და განათლების გზაზე არ გაჩერდე.
ინფორმაციისთვის, ეს საქართველოს ბანკის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტის ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა მეშვეობით 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობას. საქართველოს ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ – დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს

შალვა პაპუაშვილი – სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან – კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს