2040 წლამდე ნავთობზე მოთხოვნა დღეში 113 მლნ ბარელამდე გაიზრდება – Goldman Sachs

2040 წლამდე ნავთობზე მოთხოვნა დღეში 113 მლნ ბარელამდე გაიზრდება – Goldman Sachs
ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება და უკვე 2040 წლისთვის მოთხოვნა დღეში 113 მილიონ ბარელს მიაღწევს.
ანალიტიკოსების ვარაუდით, მაშინ როდესაც 2024 წელს ყოველდღიურად 103.5 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდებოდა, მომავალი 5 წლის განმავლობაში წლიური ზრდა დღეში 0.9 მილიონი ბარელი იქნება. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, მოთხოვნის ზრდას ავიაციასა და ნავთობ-ქიმიკატების წარმოებაში ალტერნატიული წყაროების არარსებობა განაპირობებს.
ბანკის ექსპერტები ნავთობზე მოთხოვნის ზრდაში ს როლზეც საუბრობენ. მათი პროგნოზით, ინდუსტრია 2040 წლამდე იმ მასშტაბს მიაღწევს, როცა ცალკეულად ინდუსტრიის შეუფერხებელ განვითარებას დღიურად 3 მილიონი ბარელი ნავთობი დასჭირდება.
Reuters.com