2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას
2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული საპირისპიროსკენ და სურთ, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას.
„მიზანი მუდმივად არის ერთი და იგივე, ეს არის საბოტაჟი. ჯერ კიდევ, როცა განიხილებოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მაშინდელი პერიოდიდან აქტიურად აწარმოებდნენ საბოტაჟს ოპოზიციის წარმომადგენლები. ამის შემდეგ საბოტაჟი გაგრძელდა, განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში, როდესაც განიხილებოდა კანდიდატის სტატუსის, მოლაპარაკებების გახნის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არის მუდმივად საბოტაჟით დაკავებული. აქაც, ჩვენი ამოცანა არის ცხადი და ნათელი, ჩვენი მიზანია საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვფიქრობთ, რომ, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა. ოპოზიციის ვიზიტები არის მიმართული სწორედ საპირისპიროსკენ და ეს არის ის, რომ მათ სურთ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ევროპული სტრუქტურების მიდგომაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში