2030 წლისთვის სამედიცინო ტურიზმის ბაზარი 43,17 მილიარდ დოლარს მიაღწევს – ანგარიში

2030 წლისთვის სამედიცინო ტურიზმის ბაზარი 43,17 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
SNS Insider-ის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სამედიცინო ტურიზმის ბაზარმა უკვე მიაღწია 5 მილიარდ დოლარს და, პროგნოზების თანახმად, ყოველწლიურად, 2030 წლამდე ზრდის ტემპი 31%-ს მიაღწევს. SNS Insider-ის კვლევის თანახმად, სამედიცინო ტურიზმის ბაზარი აყვავების ეტაპზეა, რასაც ხელს უწყობს ჯანდაცვაში ეკონომიურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, ტექნოლოგიური მიღწევები, სამედიცინო სერვისების გლობალიზაცია და დაავადებათა მზარდი გავრცელება, რაც ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული.
ტურიზმის ამ სახეობას მიმართავენ ის ადამიანები, რომლებიც სამედიცინო სერვისების მიღების მიზნით მოგზაურობენ.
ამ მომსახურებებს შორისაა სხვადასხვა სერვისი, დაწყებული გეგმიური ოპერაციებითა და კოსმეტიკური პროცედურებით და რთული ქირურგიული ჩარევებით დამთავრებული.
სამედიცინო ტურიზმის ბაზრის სტიმულირებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტრორი ახდენს. ერთერთია პაციენტების გაზრდილი ინფორმირეულობა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების შესახებ .
კვლევითი ორგანიზაცია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სამედიცინო ტურისტების ზრდა მოსალოდნელია იმ ქვეყნებში, რომლებსაც ომი არ შეხებია.
jandacva.ge