2030 წლისთვის მსოფლიოში დამატებით 62 300 მეგავატი ატომური ენერგია იქნება

ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 440 ბირთვული რეაქტორია 30-ზე მეტ ქვეყანაში. აღნიშნული რეაქტორები მსოფლიოში ელექტროენერგიის მოთხოვნილების 10%-ს აკმაყოფილებენ. შესაბამის მონაცემებს „ანადოლუ“ WNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
წელს ინდოეთში, -სა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ელექტროგადამცემ ქსელში 3 რეაქტორი ჩაირთო, ხოლო ეგვიპტეში, ჩინეთსა და რუსეთში 3 რეაქტორის მშენებლობა დაიწყო. წლის დასაწყისიდან რუსეთში 1 რეაქტორი დაიხურა. ბირთვული ენერგია კვლავაც პრიორიტეტულია, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიად ითვლება და ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის თვალსაზრისით ენერგიის სხვა წყაროებს აღემატება. ამჟამად სულ 12 ქვეყანაში 56 ბირთვული რეაქტორი შენდება.
მათ შორის არის თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგური აკკუიუ, რომელიც 4 ელექტროსადგურისგან შედგება. ჯამში, წელს 12 რეაქტორის დასრულება იგეგმება, მათ შორის ერთი ენერგობლოკი თურქეთში. მომავალ წელს ასევე 8 რეაქტორი ამოქმედდება, 10 კი – 2026 წელს. მსოფლიოში მშენებარე ატომური რეაქტორებიდან 11 ელექტროენერგიის გამომუშავებას 2027 წელს დაიწყებს, 7 – 2028 წელს და 3 – 2029 წელს. ამჟამად მშენებარე ხუთი რეაქტორი ქსელს 2030 წელს დაუკავშირდება.
56 რეაქტორის ჯამური დადგმული სიმძლავრე, რომლებიც 2024-დან 2030 წლამდე მსოფლიოში ამოქმედდება, 62,3 ათას მეგავატად არის შეფასებული მშენებარე ბირთვული რეაქტორების სიმძლავრის მიხედვით თურქეთი მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებს.
სიმძლავრის მიხედვით, ჩინეთი პირველ ადგილზეა 30 943 მეგავატით. მეორე ადგილზეა ინდოეთი მშენებარე სიმძლავრით 5900 მეგავატით, მას მოსდევს თურქეთი და ეგვიპტე თითო 4800 მეგავატით. აშენებს 4 რეაქტორს, რომელთა საერთო სიმძლავრე 4010 მეგავატია.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს პირველ ხუთეულშია 3440 მეგავატით. ქვეყნების ტოპ ათეული, რომლებიც მსოფლიოში მშენებარე რეაქტორების რაოდენობისა და სიმძლავრის მიხედვით გამოირჩევიან, ასეთია: ქვეყანა რეაქტორების რაოდენობა დადგმული სიმძლავრე (MW) ჩინეთი – 27 30.943 ინდოეთი – 7 5.900 თურქეთი – 4 4.800 ეგვიპტე – 4 4.800 რუსეთი – 4 4.010 დიდი ბრიტანეთი – 2 3. 440 სამხრეთ კორეა – 2 2.800 ბანგლადეში – 2 2.400 საფრანგეთი – 1 1650 წ ირანი – 1 1057.