2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება, იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში

2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება, იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში
2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება, იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში, გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
„ჩვენ მუდმივად ვითხოვთ კონსულტაციებს, დისკუსიებს ყველა თემასთან დაკავშირებით და ვითხოვთ იმას, რომ ფაქტებზე დაფუძნებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ამის სანაცვლოდ, ხშირად ვხედავთ ხოლმე საკმაოდ უხეშ განცხადებებს, ზოგად განცხადებებს ყოველგვარი კონკრეტიკის, ფაქტების გარეშე. როდესაც ჩვენ გამოვთქვამთ ხოლმე, იგივე უკმაყოფილებას სხვადასხვა განცხადებასთან, ქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენს განცხადებებს ყოველთვის ვაფუძნებთ ფაქტებზე. ეს არის ჯანსაღი, ევროპული მიდგომა. სამწუხაროდ, ამ ჩვენს ვეროპულ მიდგომას ხშირად პასუხობენ ხოლმე საბჭოური მიდგომით.
ჩვენ გვეგონა, რომ 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ საბჭოურ მიდგომებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის კვლავაც ძალაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ხშრად ვხედავთ ხოლმე ასეთ მიდგომებს დასავლეთიდან. იმედია ეს შეიცვლება, ეს სჭირდება, პირველ რიგში, ევროპას, ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას. ჩვენ ამისთვის ვართ მხოლოდ და მხოლოდ მზად. ჩვენი მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი მიდგომა. 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება. იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გაჯანსაღდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Next: ევროპელებთან საუბრისას ვამბობთ, რომ გვაქვს ფაქტები, როგორ ახალისებთ ექსტრემიზმს, ამას გიმტკიცებთ ვიდეოებით, თქვენი დაფინანსების პრაქტიკით, იქიდან მოდის ზოგადი ფრაზები, ტყუილებიც, რაც საბჭოური მიდგომაა

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს

ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა