2029 წლისთვის გლობალურმა სამთავრობო ვალმა შესაძლოა მშპ-ს 100%-ს გადააჭარბოს – სავალუტო ფონდის პროგნოზი

2029 წლისთვის გლობალურმა სამთავრობო ვალმა შესაძლოა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 100%-ს გადააჭარბოს, რაც 1948 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ეს პროგნოზი საბიუჯეტო მონიტორინგის შემდეგ გამოაცხადა, რომლის შედეგებიც მან 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა
ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა, ვიტორ გასპარმა, მოუწოდა პოლიტიკის შემქმნელებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სახელმწიფო ვალის კონტროლისა და ვალის რისკების შესაკავებლად.
გასპარის თქმით, მზარდი საპროცენტო განაკვეთები, გეოპოლიტიკური ზეწოლა და მუდმივი ბიუჯეტის დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს საჯარო ფინანსებზე და მთავრობებმა პროაქტიულად უნდა იმოქმედონ სტაბილურობის შესანარჩუნებლად. „ბევრ დიდ ეკონომიკაში სახელმწიფო ვალი მშპ-ს 100%-ს აჭარბებს ან პროგნოზირებულია, რომ ამ მაჩვენებელს გადააჭარბებს. G20-ის ქვეყნებს შორის ესენია კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და “, – განმარტა სავალუტო ფონდის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
რისკების განაწილება ვალის კიდევ უფრო სწრაფი დაგროვებისკენ გადაინაცვლებს და არსებობს 5%-იანი შანსი, რომ გლობალური სახელმწიფო ვალი 2029 წლისთვის მშპ-ს 124%-ს მიაღწევს, განმარტა გასპარმა. მან დასძინა, რომ მზარდი საპროცენტო განაკვეთები ზრდის დაფინანსების ღირებულებას და ბიუჯეტზე ზეწოლას ახდენს: 2025 წელს ხარჯები მშპ-ს 2.9%-მდე გაიზრდება, 2020 წლის 2%-თან შედარებით. „ეს მაჩვენებელი ათწლეულის ბოლომდე გააგრძელებს ზრდას“, – თქვა გასპარმა.