2028 წლისთვის, AI – ში ინვესტიციები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, 110 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება – IDC

აზია-წყნარი ოკეანის ორგანიზაციების ინვესტიციები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში 110 მილიარდ დოლარს მიაღწევს 2028 წელს, პროგნოზირებს International Data Corporation (IDC).
ექსპერტების ვარაუდით, 2023-2028 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 24% იქნება.
„როდესაც ორგანიზაციები გადადიან გენერაციული AI-ს ექსპერიმენტებიდან მის მასშტაბურ გამოყენებაზე, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა AI-ისადმი კომპლექსურ მიდგომას. ეს მიდგომა ითვალისწინებს არა მხოლოდ AI პლატფორმებს და მოდელებს, არამედ მარეგულირებელ, ორგანიზაციულ და კულტურულ ასპექტებს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების დასაცავად“ – აღნიშნა დიპიკა გირიმ, კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Big Data–სა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში.
AI-ში ინვესტიციების ყველაზე აქტიური ზრდა შეინიშნება საცალო და ფინანსური მომსახურების სექტორებში – დაახლოებით 30% – ვარაუდობენ IDC–ს ანალიტიკოსები. იმავდროულად, საინფორმაციო სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების სექტორში პროგნოზირებულია ინვესტიციების ზრდის ყველაზე დაბალი საშუალო წლიური მაჩვენებელი, სულ რაღაც 10%-ზე მეტი. ამავე დროს, ამ სექტორს ახლა უჭირავს უდიდესი წილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში AI-ში მთლიანი ინვესტიციების თვალსაზრისით – 23,8%.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ