2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით ინდოეთმა შესაძლოა ჩინეთს გაუსწროს

ინდოეთმა შესაძლოა 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდის მხრივ ჩინეთს გაუსწროს – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ჩინეთის ეკონომიკა აჩვენებს ზრდის შენელებას, დასავლელი პარტნიორები სულ უფრო მეტად ხედავენ პეკინს, როგორც კონკურენტს და არა პარტნიორს; პარალელურად, იზრდება ინდოეთის საფონდო ბაზარი, ქვეყანა იზიდავს უცხოელ ინვესტორებს და დებს ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებს სხვა ქვეყნებთან.
Barclays და სხვა საინვესტიციო ბანკები პროგნოზირებენ, რომ ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი შეიძლება გახდეს გლობალური ეკონომიკური ზრდის ძრავა პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის მომდევნო ხუთწლიანი ვადის განმავლობაში (ქვეყანაში საყოველთაო იმართება მაისში).
Bloomberg Economics-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია: საბაზისო სცენარით, ინდოეთის ეკონომიკური ზრდა ამ ათწლეულის ბოლოსთვის 9%-მდე დაჩქარდება, ჩინეთის კი 3.5%-მდე შენელდება. ყველაზე პესიმისტური სცენარით, რომელიც ვარაუდობს, რომ ინდოეთის ეკონომიკა იზრდება 6,5%-ით, ინდოეთს შეუძლია ჩინეთს გადაუსწროს 2037 წელს.
ამჟამად ინდოეთის მშპ 3,5 ტრილიონი დოლარია, ჩინეთის კი 17,8 ტრილიონი დოლარი. ჩინეთის ეკონომიკა 2023 წლის მეოთხე კვარტალში ყოველწლიურად 5,2%-ით გაიზარდა. მესამე ფისკალურ კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი) ინდოეთის მშპ 8.4%-ით გაიზარდა.
ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დაჩქარება ნარენდრა მოდის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა: 2023 წელს მან განაცხადა, რომ თუ მთავრობას მესამედ უხელმძღვანელებს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა „მსოფლიოში პირველ ადგილზე“ გაიყვანოს. ხელისუფლება ცდილობს ის უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს, რაც დასავლეთს იზიდავს. თუმცა, უცხოური კომპანიები, რომლებსაც სურთ ინდოეთში ბიზნესის კეთება, სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან- მათ შორისაა ცუდი გზები, ბიუროკრატია, კვალიფიციური მუშაკების დეფიციტი და ა.შ. ამ პრობლემების გამოსასწორებლად და მშპ-ს ზრდის მხრივ ჩინეთის გადასასწრებად ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ურბანულ განვითარებაზე და სამუშაო ძალის ხარისხზე.
2023 წლის ზაფხულში Goldman Sachs-ის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ინდოეთის ეკონომიკა 2075 წლისთვის მსოფლიოში სიდიდით მეორე გახდება, გადაუსწრებს იაპონიას, გერმანიასა და შეერთებულ შტატებს და მიახლოვდება ჩინეთს. ბანკის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკის ზომა 52 წელიწადში იქნება $57 ტრილიონი, ინდოეთი – $52,5 ტრილიონი, ხოლო – $51,5 ტრილიონი. ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი, Reliance Industries-ის ხელმძღვანელი მუკეშ ამბანი (117,1 მილიარდი დოლარი Forbes-ის მიხედვით, მე-11 ადგილი მსოფლიოში) მიიჩნევს, რომ 2047 წლისთვის ქვეყნის მშპ 40 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.