2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება – გიორგი ამილახვარი

საქართველოს პარლამენტში, დღეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს უსმენს. მოხსენების ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის პირველი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაა.
გიორგი ამილახვრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. „ამის ნათელი დასტურია განათლების სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელიც 2023 წელს 2.077.8 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ის უპრეცედენტო ნიშნულს – 2,500.0 მლნ ლარს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2023 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 231%-ით გაიზარდა“, – აღნიშნავს მინისტრი.
მისივე თქმით, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
„სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით, უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.
ამილახვარი 2022-2023 წლებში ამ მიმართულებით შესრულებულ პროექტებზე, ასევე 2024 წელს სკოლების რეაბილიტაციის დაგეგმილ პროექტების რაოდენობასა და ღირებულებაზე საუბრობს.
„2022-2023 წლებში განხორციელდა ჯამში 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
დღეის მდგომარეობით უკვე მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება. ჯამში დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი.
2023 წლისთვის დასრულდა 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 3 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 პროფესიულ კოლეჯს.
მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 4 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით 2022-2023 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 36.0 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში