გლობალური ტურიზმის ინდუსტრია სრულად აღდგა და ძლიერ ზრდას აჩვენებს – ნათქვამია Phocuswright–ის ანგარიშში Global Travel Market Report 2025.
2024 წელს მოგზაურობის ბაზარი 1.6 ტრილიონ დოლარს შეადგენდა და როგორც მოსალოდნელია, 2027 წლისთვის 1.8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ზრდა, პირველ რიგში, ციფრული ტექნოლოგიების აქტიური დანერგვით არის განპირობებული. ინდუსტრიაში ონლაინ დაჯავშნები გასულ წელს 9%-ით გაიზარდა და 2027 წლისთვის ყველა მოგზაურობის ორი მესამედი ამ გზით დაიგეგმება.
ჩრდილოეთ ამერიკაში 2024 წელს ჯამური დაჯავშნები 539 მილიარდ დოლარს მიაღწია, მას მოჰყვება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. ევროპა სიდიდით მესამე ბაზარია, რომელიც ძლიერი შიდა ტურიზმის წყალობით სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ განვითარებადი რეგიონები უფრო სწრაფად განვითარდებიან, ვიდრე განვითარებული რეგიონები.




