2026 წლის 4-5 მაისს, ერევანში, ისტორიაში პირველად, სომხეთ-ევროპკავშირის სამიტი ჩატარდება

ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სამიტს დაესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი . სომხეთის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრი იქნება.
📌 სამიტის დაწყებამდე ისინი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრას დაესწრებიან, რომელიც ასევე ერევანში ჩატარდება 2026 წლის 4 მაისს.
🔻 პრესრელიზში ასევვე ვკითხულობთ, რომ სომხეთ-ევროკავშირის სამიტზე ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული კავშირების სფეროში.
📌 ამასთან, ვკითხულობთ, რომ ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, კავშირის და კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროგრესს, აგრეთვე მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
💬 „სომხეთი ევროკავშირის ახლო პარტნიორია და ჩვენ ველით ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი პირველი სამიტის ფარგლებში. საერთო ღირებულებები და საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგულება გვაერთიანებს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება მშვიდობის, უსაფრთხოების, კავშირის და კეთილდღეობის მიმართულებით სამხრეთ კავკასიაში“, — განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ
📍 პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ სომხეთ-ევროკავშირის სამიტი ასახავს ორმხრივი პარტნიორობის მზარდ დინამიკას ბოლო წლების განმავლობაში. ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთთან ეფუძნება ევროკავშირი-სომხეთის ყოვლისმომცველ და გაძლიერებულ პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA), რომელიც 2021 წელს შევიდა ძალაში და სტრატეგიულ დღის წესრიგს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობისთვის, რომელზე შეთანხმებაც 2025 წელს მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს