2026 წლიდან FIFA სანაკრებო განრიგს მნიშვნელოვნად ცვლის – ეროვნული გუნდი ზედიზედ 4 შეხვედრას გამართავს

One Football-ის ინფორმაციით, FIFA 2026/27-წლების სეზონიდან სანაკრებო კალენდარს მნიშვნელოვნად შეცვლის და ამის შესახებ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.
ახალი გადაწყვეტილებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შემოდგომის სანაკრებო პაუზა სამ კვირამდე გაიზრდება და გუნდები ზედიზედ 4 შეხვედრას გამართავენ.
დღევანდელი მოდელით ნაკრებები 2 მატჩს სექტემბერში, 2 შეხვედრას კი ოქტომბერში თამაშობენ. შემდეგი წლიდან სანაკრებო პაუზა კი 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით იქნება და ნაკრებები მიჯრით 4 მატჩს გამართავენ.
შემდეგი სანაკრებო პაუზა უკვე 9-17 ნოემბერს იქნება, როდესაც ეროვნული გუნდები უკვე 2 მატჩში იასპარეზებენ. FIFA-ში მიაჩნიათ, რომ ახალი ფორმატი სეზონის განმავლობაში შეფერხებების რაოდენობის შეამცირებს და ეს ყოველივე საერთაშორისო მატჩების ერთ ფანჯარაში კონცენტრირებას ისახავს მიზნად.
· positive კარგი ინიციატივაა ნამდვილად!
წაგება, როგორც უმძიმესი მდგომარეობა – სავარაუდო შემადგენლობა ბულგარეთთან
წაგება, როგორც უმძიმესი მდგომარეობა – სავარაუდო შემადგენლობა ბულგარეთთან