2026 წლიდან წყდება სოციალურად დაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა – მიზეზად „შრომის ბაზარზე დეფიციტი“ სახელდება

მომდევნო, 2026 წლიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურ დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, – რომლის ფარგლებშიც დასაქმებულები სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს იღებდნენ და რომელსაც, ანალიტიკოსთა თანახმად, ფუნდამენტური ხარვეზები ჰქონდა, – წყდება.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დასაწყისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავდა. პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: მიქანაძე როგორ ბედავს არა თუ გააუქმოს, სკამი გადააადგილოს უნივერსიტეტში? თსუ, ავტოკეფალია და ენა არის ქართული იდენტობა – იმპერიის წარმომადგენელი ხელისუფლება გვყავს და შემდეგი იქნება ავტოკეფალიის გაუქმებასთან შეთამაშება