2026 წლიდან ერთჯერადი მოხმარების პლასტიკის ნივთები აიკრძალება, რაც სავარაუდოდ, მიტანის სერვისს გააძვირებს – შოთა ბურჯანაძე

2026 წლიდან ერთჯერადი მოხმარების პლასტიკის ნივთები აიკრძალება, რაც სავარაუდოდ, მიტანის სერვისს გააძვირებს,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძვნებელმა შოთა ბურჯანაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ცვლილება ძირითადად მიტანის სერვისით მოსარგებლე ბიზნესებს დააზარალებს.
ბურჯანაძის ინფორმაციით,წლის მანძილზე საქართველოში 5900 ტონამდე ერთჯერადი პლასტმასა გამოიყენება
,,სარესტორნო სფეროსთვის პირდაპირი მნიშვნელოვბით პრობლემის შემქმნელი არ არის. ძირითადად, ეს შეეხება გატანის სერვისის მიმართულებით მომუშავე ობიექტებს. რადგან კერძი დამკვეთამდე, ხშირ შემთხვევაში, პლასტიკის მასალით მიდის, ჩანაცვლება ფასის ცვლილებას გამოიწევევს და საბოლოოდ ეს მაინც მომხმარებელზე აისახება. ამასთან ერთად, შესაძლოა, ზოგიერთი კერძი მენიუდან ამოვარდეს. ვთქვათ, ცხელ ყავას ვასხამთ ქაღალდის ჭიქაში, მაგრამ არსებობს ისეთი კერძები, რომლებთანაც ქაღალდს ვერ გამოიყენებ, ალტერნატივა კი ფასს ძალიან მაღლა ასწევს”,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.