2026 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 1,2 მილიარდ ლარამდეა გათვალისწინებული – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7,6 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის:
· საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,2 მილიარდ ლარამდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 681,0 მლნ ლარი;
· მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,6 მილიარდ ლარზე მეტი;
· წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 570,0 მლნ ლარზე მეტი;
· საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 820,0 მლნ ლარზე მეტი;
· ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარი;
· სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 200,0 მლნ ლარი.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2026 წელს გათვალისწინებულია 270,0 მლნ ლარზე მეტი, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 660,0 მლნ ლარზე მეტი, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 210,0 მლნ ლარზე მეტი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია – ირაკლი კობახიძე