2026 წელი რთული იქნება რუსული ბიზნესისთვის და ბანკებისთვისაც – გერმან გრეფი

2026 წელი რთული იქნება რუსული ბიზნესისთვის და ბანკებისთვისაც – გერმან გრეფი
მომავალი 2026 წელი, რთული იქნება რუსული ბიზნესისთვის და შესაბამისად, ბანკებისთვისაც“ – აცხადებს Sberbank-ის აღმასრულებელი დირექტორი, გერმან გრეფი.
„სხვათა შორის, 2026 წელიც რთული იქნება. სწორედ ამიტომ, 2025 წელს კარგ ფორმაში უნდა შევიდეთ, რათა 2026 წელს ინვესტორებს არ გავუცრუოთ იმედები. ჯერ ძნელი სათქმელია, უფრო რთული იქნება თუ არა…
რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ განვითარდება მშპ-ს ზრდის დინამიკა და ბუნებრივია, ცენტრალური ბანკის განაკვეთების დინამიკა. თუმცა, უკვე ნათელია, რომ ეს ადვილი არ იქნება, რადგან, მკაცრად რომ ვთქვათ, 2026 წლის პირველი ნახევარი უკვე ჩანს“, – თქვა გრეფმა.