2026 წელი გადამწყვეტი იქნება მშვიდობისთვის։ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ელოდება, რომ სომხეთის ხალხი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხარს მშვიდობას დაუჭერს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფაშინიანმა ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი.
„2026 წელი გადამწყვეტი იქნება მშვიდობისთვის, რადგან ივნისში ჩატარდება რიგითი საპარლამენტო . ამ არჩევნებს ერთი მთავარი კითხვა ექნება, რომელზეც პასუხი უნდა გაიცეს: სომხეთის რესპუბლიკის ხალხმა თავისი არჩევანით უნდა დაიცვას მშვიდობა. ეს არის მოახლოებული ს მთავარი პოლიტიკური შინაარსი და მიზანი. საპირისპირო შემთხვევაში სომხეთი დაბრუნდება კონფლიქტისკენ. მშვიდობის დაცვით, სომხეთის ხალხი დაიცავს თავისი დამოუკიდებლობის ამ ახალ დონეს, თავის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში წინასწარ მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ამის შემდეგ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა დამყარებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება