2025 წლის 8 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.13 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს – ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 109 მილიონი ლარით, ანუ 5.4%-ით მეტია.
ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ “საქართველოს ბანკია”, რაც 2025 წლის 7 თვეში 1.09 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს “თიბისი ბანკი” იკავებს 795 მილიონი ლარით, რაც წლიურად 1.8%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად “ლიბერთი ბანკია” 85.7 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 13.2%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.
რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი – 43.8 მილიონი ლარის ზარალი აქვს “ვითიბი ბანკს”, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს.
კომერციული ბანკების ფინანსური შედეგები
bm.ge
