2025 წლის იანვარ-ივლისში კომერციული ბანკები და მიკრობანკები 1 822 589 000 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით 264.1 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 75 მლნ ლარით მეტია. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, საფინანსო სექტორმა იანვარ-ივნისში 1.558 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, 2024 წლის 7 თვეში კი 1.747 მლრდ ლარი.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის საანგარიშო პერიოდში საფინანსო ბაზარზე მხოლოდ 17 ბანკი ოპერირებდა, მიმდინარე წელს კი ბანკებს 2 მიკრობანკიც დაემატა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 7 თვეში ზარალზე 4 ბანკი გავიდა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 7 თვეში მოგება ასე გადანაწილდა:
· „საქართველოს ბანკი“ – 921.998 მლნ ლარი;
· „თიბისი ბანკი“ – 685.576 მლნ ლარი;
· ლიბერთი ბანკი“ – 73.639 მლნ ლარი;
· „ბაზისბანკი“ – 59.491 მლნ ლარი;
· „კრედო ბანკი“ – 47.091 მლნ ლარი;
· „ქართუ ბანკი“ – 23.049 მლნ ლარი;
· „პროკრედიტ ბანკი“ – 17.345 მლნ ლარი;
· „ტერა ბანკი“ – 17.272 მლნ ლარი;
· „ხალიკ ბანკი“ – 10.079 მლნ ლარი;
· მიკრობანკი „კრისტალი“ – 9.940 მლნ ლარი;
· „იშ ბანკი საქართველო“ – 8.602 მლნ ლარი;
· მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ – 5.047 მლნ ლარი
· „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 3.745 მლნ ლარი;
· „პეივ ბანკი“ – 527 ათასი ლარი
· „პაშა ბანკი საქართველო“ – 226 ათასი ლარი
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, წელს იანვარ-ივლისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
· „ვითიბი ბანკი“ – -40.759 მლნ ლარი;
· „სილქ ბანკი“ – -13.024 მლნ ლარი;
· „ჰეშ ბანკი“ – -6.491 მლნ ლარი;
· „პეისერა ბანკი საქართველო“ – 765 ათასი ლარი;
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.
ბიზნესპრესნიუსი
