2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 234.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6 %-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 %-ით გაიზარდა და 1 473.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (310.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (162.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (150.4 მლნ. აშშ დოლარი).
