2025 წლის 6 თვეში სადაზღვევოებმა 802 ₾მილიონის პრემია მოიზიდეს – კომპანიების რეიტინგი

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მაჩვენებლების მიხედვით, 30 ივნისის მდგომარეობით 19-მა სადაზღვევო კომპანიამ 802 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, 90 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წინა წლის 6 თვეში.
მოზიდული პრემიის მიხედვით კომპანიებს შორის პირველ ადგილზე 148 მილიონი ლარით “ჯიპიაი ჰოლდინგია”. რეიტინგში მეორე ადგილს დაზღვევა იკავებს. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 137 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა. ხუთეულში შედიან ასევე ალდაგი [₾125 მლნ], იმედი L [₾82 მლნ] და ბენეფიტი [₾64მლნ].
სექტორმა პრემია ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობიდან მოიზიდა, რამაც 374,6 მილიონი ლარი შეადგინა.
ანაზღაურებული ზარალების მიხედვითაც კომპანიებს შორის პირველ ადგილზე ჯიპიაი ჰოლდინგია. კომპანიამ 2025 წლის 6 თვეში 73 მილიონი ლარის სადაზღვევო ზარალები აანაზღაურა, 15,9 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ანაზღაურებული ზარალების მიხედვით კომპანიების ხუთეულში შედიან ასევე თიბისი, ალდაგი, იმედი L და არდი.
რაც შეეხება წლის პირველ ნახევარში გამომუშავებულ პრემიას და დამდგარ სადაზღვევო ზარალებს კომპანიების მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილზე თიბისია. კომპანიამ 6 თვეში 12 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა, 59 მილიონი ლარის კი ზარალები აანაზღაურა.